GeorgianGE   RussianRU
ფავორიტებში
საიტი განლაგებულია
სერვერზე: "Россия Православная"
მთავარი | ხატები | ფრესკები | მინიატურები | ფერწერული მინანქარი | ტიხრული მინანქარი | ვიდეო | გაყიდვა
საქართველოს მამამთავრები | საქართველოს მეფეები | ბეთანიის მონასტერი | ბმულები | საკონტაქტო | საიტის რუქა
 

ბეთანიის მონასტერი

მონასტრის მთავარი ტაძარი
მონასტრის მთავარი ტაძარი
წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა
წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა
   ბეთანიის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით. იგი დაარსებულია ქართლის ერისთავების ორბელიანების მიერ, როგორც საგვარეულო საძვალე. მონასტრის მთავარი კარიბჭე მთავარი ტაძარი მონასტრისა, აგებულია ღმრთისმშობლის შობის პატივად, VII საუკუნეში. თავდაპირველად ტაძარი ბაზილიკურ ტიპს მიეკუთვნებოდა, ხოლო XII საუკუნეში - თამარ მეფის მეფობის დროს - დაემატა გუმბათი. სავარაუდოა, რომ მოხატულობაც თამარის თანადროული უნდა იყოს. იმავე დროს ტაძრის დასავლეთით, მიშენებული იქნა სტოა, რომელიც XX საუკუნეში იკურთხა, როგორც ტაძარი, თამარ მეფის სახელზე.
   1119 წელს, აშენდა ბაზილიკური ტიპის ტაძარი, წმინდა დიდმოწამე გიორგის პატივად. ამ მომცრო ტაძარს დასავლეთის გარე ფასადზე ამშვენებს ასომთავრულით შესრულიბული, ქვაში ამოკვეთილი წარწერა: "ქრისტე ღმერთო დიდებულო თანაზიარებული რომელი ჯვარი უპატიოსნეს მყო რ-თისა (- ქარაგმაა ბ.ბ.) პატრონმან ეჯიბი მამალაისძე. მოვუდრიკენ თავი უზეშთაეს *** (*** ნიშნავს არ იკითხება ბ.ბ.) მოვიღე თანასაფასი წინაშე თქუენსა [თარიღი]". ამ წარწერით ირკვევა, რომ ეს მომცრო ბაზილიკა აშენებულა ეჯიბი მამალაისძის მიერ, ვინაიდან ქვა, რომელშიც ამოკვეთილია წარწერა, ბაზილიკის თანადროულია და არ არის შემდგომ ჩამატებული.
   XIX საუკუნეში მონასტერი რესტავრირებული იქნა მღვდელმონაზონ სპირიდონის (კეთილაძე) მიერ. 1922 წელს მღვდელმონაზონმა სპირიდონმა წინამძღვრობა მღვდელმონაზონ ილია ფანცულაიას გადააბარა. 1924 წელს კომუნისტურმა მთავრობამ, როგორც სხვა ბევრი მართლმადიდებელი ღმრთისმსახური, ციხეში დახვრიტა მღვდელმონაზონი სპირიდონი.
   მღვდელმონაზონ სპირიდონის შემდეგ, მონასტრის წინამძღვრობა ჩაიბარა, მღვდელმონაზონმა ილიამ (ფანცულაია). 1924 წელს, მღვდელმონაზონმა ილიამ წინამძღვრობა გადააბარა, მღვდელმონაზონ იოანეს (მაისურაძე), თვითონ კი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში გადავიდა. იგი გახლდათ სულიერი მოძღვარი თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა. მას შემდეგ, რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დატოვა საქართველო, ილია ფანცულაიას ეძებდნენ, რის გამოც იგი იძულებული იყო დამალულიყო. მოგვიანებით (30-იან წლებში), მღვდელმონაზონი ილია, დააპატიმრეს და დახვრიტეს კომუნისტებმა.
გიორგი-იოანე აღმსარებელი და იოანე აღმსარებელი
გიორგი-იოანე აღმსარებელი
და იოანე აღმსარებელი
მონასტრის წყარო
მონასტრის წყარო

   ბოლშევიკური მთავრობის დროს, როცა საქართველოში არცერთი მონასტერი არ მოქმედებდა, ბეთანიის მონასტერი შეინარჩუნა ორმა არქიმანდრიტმა - არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე. 1957 წ.) და არქიმანდრიტმა გიორგიმ (მხეიძე. 1960 წ.) (შემდგომში სქიარქიმანდრიტი იოანე). ისინი დასაფლავებული არიან მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით.
   საქართველოს ეკლესის წმინდა სინოდმა, 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის კრებაზე, არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე), ათეისტურ პერიოდში, საქართველოს ეკლესიაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის, წმინდანთა დასში შერაცხა, როგორც: იოანე აღმსარებელი და გიორგი-იოანე აღმსარებელი. წმ. იოანე აღმსარებლის და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებლის ხსენების დღედ დაწესდა 8 სექტემბერი (ახ. სტილით 21 სექტემბერი).
   როდესაც სქიარქიმანდრიტმა იოანემ (მხეიძე), მიაბარა სული უფალს (1960 წ.), მონასტრის ძმობა დაიფანტა და მონასტერი მიტოვებული იქნა, ვიდრე არქიმანდრიტმა იოანემ (შეყლაშვილი) 1978 წელს არ განაახლა მასში ბერმონაზვნური ცხოვრება. თავდაპირველად მამა იოანეს (შეყლაშვილი) მარტოს უწევდა მონასტრის სიმძიმის ზიდვა, შემდგომში კი, მის გარშემო ნელ-ნელა შემოიკრიბა ძმობა და ბეთანიამ კვლავ მონასტრული იერსახე მიიღო და აღზარდა არა ერთი მოძღვარი: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე), არქიმანდრიტი გიორგი (ბარიშვილი) და სხვა.
   1990 წელს მოიხატა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) მიერ. ხოლო 1992 წელს სამონასტრო კომპლექსს დაემატა საცხოვრებელი კორპუსი და სატრაპეზო. სატრაპეზო მოიხატა იმავე წელს, შოთა ცხვიტავას მიერ.
   დღეს-დღეობით ბეთანიის მონასტერი ცხოვრობს ჩვეულებრივი ზოგადსაცხოვრებელი რითმით. მასში კვლავ აღევლინება წირვა ლოცვა.
მთავარი ტაძარი. ჩრდილოეთის კედელი.
  მარცხნიდან:  ლაშა გიორგი IV, წმ. თამარი, გიორგი III
მთავარი ტაძარი. ჩრდილოეთის კედელი.
მარცხნიდან: ლაშა გიორგი IV, წმ. თამარი, გიორგი III





საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ პირველწყარო ან დაგვიკავშირდით.
კომერციულ პროექტებზე ინფორმაციის გამოყნებისთვის აუცილებლად დაგვიკავშირდით.



საეკლესიო კალენდარი Georgian orthodox church calendar Rambler's Top100

www.orthodoxy.ge