![]() ![]() ფავორიტებში |
|
საიტი განლაგებულია სერვერზე: "Россия Православная" |
|
საქართველოს მამამთავრები |
საქართველოს მეფეები |
ბეთანიის მონასტერი |
ბმულები |
საკონტაქტო |
საიტის რუქა
![]() ეფემია ძირითადად ხატავს ფანქარში, აკვარელსა და გუაშში. ხატავს ყველაფერს: პორტრეტებს, პეიზაჟებს ცხოველებს, რაც მასში მოწონებას იმსახურებს. ეფემიას მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: ![]() 2005 წლის 1-2 ივნისს გალერეა "ჰობში" გაიმართა გამოფენა-კონკურსი, თემაზე: "სამყარო ჩემს წარმოსახვაში", რომელიც მიძღვნილი იყო ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი. გამოფენა-კონკურსი მოაწყო დემირელის სახელობის კერძო სკოლა "სხივმა" და სოლიკო ვირსალაძის სახელობის საბავშვო სამხატვრო სკოლამ.
![]() ![]() 2005 წლის 2 ივნისს ქარვასლაში გაიმართა გამოფენა, რომელიც თბილისის მერიის ბავშვთა უფლებათა დაცვის საქალაქო ცენტრმა მოაწყო, თემაზე: "ბავშვები ხატავენ მშვიდობას"
![]() ![]() ეფემია ცხვიტავა 2005 წელს დაჯილდოვდა სიგელით, გაზეთ "ნერგის" რედაქციისა და ბავშვთა საერთაშორისო ფონდ "ვუნდერკინდის" ერთობლივ კონკურსში მონაწილეობისათვის. კონკურსის თემა იყო: "ჩემი საქართველო". ![]() 2006 წლის 1-2 ივნისს, ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით ჩატარდა გამოფენა-კონკურსი "ხედი ჩემი ფანჯრიდან", სადაც ეფემია დაჯილდოვებულ იქნა დიპლომით სურათის "ხედი ჩემი ფანჯრიდან" წარდგენისთვის. ![]() 2006 წელს, ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ მოწყობილ ბავშვთა ნახატების საქალაქო დათვალიერებაში მოპოვებული წარმატებისთვის ეფემია დაჯილდოვდა დიპლომით. მას წარდგენილი ჰქონდა ნამუშევარი "დედა ქარშიც არ მიგვატოვებს". ![]() 2007 წელს, ჩატარდა კონკურსი თემაზე "ასაფრენი მოედანი", სადაც ეფემიამ წარმოადგინა ნახატი "ერთი ნაბიჯი აფრენამდე". |
|