GeorgianGE   RussianRU
ფავორიტებში
საიტი განლაგებულია
სერვერზე: "Россия Православная"
მთავარი | ხატები | ფრესკები | მინიატურები | ფერწერული მინანქარი | ტიხრული მინანქარი | ვიდეო | გაყიდვა
საქართველოს მამამთავრები | საქართველოს მეფეები | ბეთანიის მონასტერი | ბმულები | საკონტაქტო | საიტის რუქა
 

  შოთა (ბაჩანა) ცხვიტავა დაიბადა 1966 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში. 1984 წელს დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქაართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუში, თბილისში.
  1989 წელს საკუთარი სურვილით გამოიტანა საბუთები უმაღლესიდან და დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის რჩევითა და ლოცვა-კურთხევით წავიდა ბეთანიის მონასტერში.
  მონასტერში არქიმანდრიტ ლაზარესთან (აბაშიძე) შეისწავლა იკონოგრაფია, რისთვისაც მისი მადლიერია.
  ბაჩანა ცხვიტავა მადლიერია არქიმანდრიტი იოანე შეყლაშვილის, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჩამოყალიბებაში.
  1991 წელს, გაემგზავრა რუსეთში, კერძოდ ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, სადაც გაიცნო - რუსეთში ცნობილი იკონოგრაფი - არქიმანდრიტი ზენონი. მამა ზენონთან სულ რაღაც ერთი თვე დაჰყო, მაგრამ ამ ერთ თვეში, ბევრი რამ შეიძინა მისგან, იკონოგრაფიის განხრით.
  1992 წელს მამა იოანესა და მამა ლაზარეს ლოცვაკურთხევით მოხატა სატრაპეზო ბეთანიის მონასტერში. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი კედლის მხატვრობაში.
  1997 წელს მოხატა ბორჯომის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საკურთხეველი. მოგვიანებით - ტაძრის რეკონსტრუქციის გამო - ფრესკები გადახატული იქნა სხვა იკონოგრაფის მიერ.
  1999 წელს, ბაკურიანში მოხატა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
  2006 წელს დაეუფლა ფერწერული მინანქრის (ფინიფტი) ტექნოლოგიას.
  მისი ნამუშევრები, არის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.







საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ პირველწყარო ან დაგვიკავშირდით.
კომერციულ პროექტებზე ინფორმაციის გამოყნებისთვის აუცილებლად დაგვიკავშირდით.